არსენ ვენგერი: სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, მესის "არსენალში" გადმოყვანა დაჟინებით რომ არ მოვითხოვე

AutoSharing Option
არსენ ვენგერმა beIN Sports-თან საუბარში აღნიშნა, რომ "არსენალს" ლიონელ მესისთან კონტრაქტის გაფორმება 2003 წელს შეეძლო, ახლა კი ფრანგი მწვრთნელი ნანობს, რომ ძალიან არ მოინდომა მესის გუნდში მიყვანა. იმ წელს "მეთოფეებმა" კატალონიური კლუბიდან სესკ ფაბრეგასი გადაიყვანეს.

"ცხოვრებაში ადამიანებს სინანულთან ერთად ცხოვრება გვიწევს. მხოლოდ ერთი შეუსრულებელი საქმე და ის ჩვენი ნაწილი ხდება.

ჩვენ მაშინ განვიხილავდით მესის გადმოყვანას, როცა ფაბრეგასი ვიყიდეთ. მესი მასთან ერთად თამაშობდა. ზოგჯერ ხვდები, რამდენად ფანტასტიკური ახალგაზრდული გუნდები შეიძლება გყავდეს, როცა ისეთი კლუბი ხარ, როგორიც "ბარსელონაა".

ერთ გუნდში იყვნენ მესი,
პიკე და ფაბრეგასი. პიკე და ფაბრეგასი ინგლისში წამოვიდნენ, მესი ესპანეთში დარჩა. ჩვენ არგენტინელის ტრანსფერი მოგვიანებითაც გვინდოდა, თუმცა უკვე ხელშეუხებელი იყო", - აღნიშნა ფრანგმა მწვრთნელმა.

სესკ ფაბრეგასი "არსენალის" რიგებში 2003-11 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი ისევ "ბარსელონაში" დაბრუნდა და კატალონიურ გრანდში 3 სეზონი გაატარა. მესი კი...

მკითხველის კომენტარები / 1 /
მესიმ რამდენჯერმე გასაგებად გააკეთA განცხადება რომ ინგლისში არასდროს არ ითამაშებს, იმიტომ რომ ეგ კაცი არგენტინელია და ინგლისი ოკუპანტია წართმეული აქვს კუნძული მალვინასი
Zviadi
14:40 10-09-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული