BBC-ის ცნობით, "ლიდსის" ნახევარმცველი ჯორდან სტივენსი საბუკმეკერო კანტორაში ფსონის დადებისთვის დასაჯეს.
19 წლის ფეხბურთელი გამოტყდა, რომ გასულ სეზონში 59-ჯერ დადო ფსონი და მათ შორის 5-ჯერ თავისი გუნდის თამაშზე.
სტივენსი ექვსკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და 1 200 ფუნტით დააჯარიმეს.
ის "ლიდსისს" ფეხბურთელი გასულ წელს გახდა და მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.