მოჰამედ სალაჰი აგვისტოში "ლივერპულის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
გულშემატკივრებმა მოჰამედ სალაჰი აგვისტოში "ლივერპულის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

კლუბის საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ქომაგებმა სალაჰი საუკეთესოდ აღიარეს. მეორე ადგილზე რობერტო ფირმინო გავიდა, ხოლო მესამეზე - სადიო მანე.

აგვისტოში სალაჰმა "ლივერპულში" 6 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ლივერპულმა" ევროპის სუპერთასზე "ჩელსის" სძლია და პრემიერლიგის სტარტზე ოთხივე შეხვედრა მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ მოხდა, რომ ოქლაქი და აყლაყუდა არ დაასახელეს ვან დეიკი?
???????????
12:54 13-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული