გულშემატკივრებმა მოჰამედ სალაჰი აგვისტოში "ლივერპულის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
კლუბის საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ქომაგებმა სალაჰი საუკეთესოდ აღიარეს. მეორე ადგილზე რობერტო ფირმინო გავიდა, ხოლო მესამეზე - სადიო მანე.
აგვისტოში სალაჰმა "ლივერპულში" 6 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ლივერპულმა" ევროპის სუპერთასზე "ჩელსის" სძლია და პრემიერლიგის სტარტზე ოთხივე შეხვედრა მოიგო.
გარი ნევილი: აი, ნახავთ, სალაჰი "ლივერპულს" 1 წელში დატოვებს
მოჰამედ სალაჰი მზადაა, იურგენ კლოპთან კონფლიქტის გამო "ლივერპული" დატოვოს