"კრისტალ პალასიდან" "ნიუპორტში" განათხოვრებული 24 წლის მცველი რაიან ინისი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის კბენის გამო დასაჯეს.
Sky Sports-ის ცნობით, ინისმა ახალგაზრდული გუნდების თამაშისას "ვესტ ჰემის" ფეხბურთელს უკბინა და ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ინისი "კრისტალ პალასის" მოთამაშეა და უკვე მეათე გუნდშია განათხოვრებული.
"ნიუპორტი" ინგლისის მეორე ლიგაში (რანგით მეოთხე დივიზიონი) გამოდის.