14 სექტემბერს, პრემიერლიგის მე-5 ტურში "ჩელსიმ" გასვლაზე 5:2 დაამარცხა "ვულვერჰემპტონი".
21 წლის თავდამსხმელმა ტემი აბრაჰამმა სამი გოლი მეტოქის, ერთი კი საკუთარ კარში გაიტანა. ასეთი რამ პრემიერლიგაში ჯერ არ მომხდარა.
ამას გარდა, აბრაჰამი "არისტოკრატების" რიგებში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.
"ჩელსი" 8 ქულით მე-6 ადგილზეა და 22 სექტემბერს "ლივერპულს" უმასპინძლებს.