"მანჩესტერ სიტიმ" წააგო და "ლივერპულს" 5 ქულით ჩამორჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 სექტემბერს, პრემიერლიგის მე-5 ტურში "მანჩესტერ სიტი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "ნორვიჩთან".

"სიტი" 10 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ "ლივერპულს" 5 ქულით ჩამორჩა.

"ნორვიჩის" ფინელმა თავდამსხმელმა პუკიმ ნაკრებში და კლუბში უკანასკნელ 10 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

გამარჯვებული გუნდის მენეჯერი ფარკე ნამატჩევს სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო, თქვა, გასახდელი ლამის აფეთქდეს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხება განსაკუთრებული მოვლენააო.

ნორვიჩი. "კაროუ როადი". 27 035 მაყურებელი
ნორვიჩი - მანჩესტერ სიტი 3:2
გოლები: 1:0 მაკლინი (18), 2:0 კენტუელი (28), 2:1 აგუერო (45), 3:1 პუკი (50), 3:2 როდრი ერნანდესი
(88)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული