ემილ ჰესკი: ლამპარდისა და ჯერარდისათვის სამსახურის პოვნა ადვილი იყო; ვვარაუდობ, საქმე კანის ფერშია

AutoSharing Option
ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ გამოთქვა აზრი, რომ სამწვრთნელო კარიერაში წინაღობებს კანის ფერის გამო ეჯახება.

"ვერ ამიხსნია, რატომ უწევთ შავკანიან ადამიანებს ყველაფრის ნულიდან დაწყება, როცა სხვებს სამსახურის პოვნა, სადაც მოუნდებათ, იქ შეუძლიათ. ჯერარდისა და ლამპარდისათვის სასურველ პოზიციებზე მოხვედრა უფრო ადვილი იყო, ამაში 100 %-ით ვარ დარწმუნებული. მე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რომ ეს კანის ფერის გამო ხდება.

მოვიყვანოთ მაგალითი მედლებთან დაკავშირებით. სოლ კემბელს უფრო მეტი ტიტული აქვს, ვიდრე ჯერარდს. ეშლი კოული კი, საერთოდ, ყველაზე ტიტულოვანია ამათ შორის. ის საკუთარი ეპოქის
ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მას სამწვრთნელო კარიერის დაწყება "ჩელსის" 15-წლამდელთა გუნდში შესთავაზეს.

ყველა ამბობს, რომ შედეგები უნდა აჩვენო. ინგლისის ნაკრების მწვრთნელი არის ადამიანი, რომელიც პრემიერლიგაში "მიდლსბროს" წვრთნიდა, თუმცა არანაირი წარმატებისათვის არ მიუღწევია.

ჩვენ გვყავს ადამიანები საშინელი რეპუტაციით, ადამიანები, რომლებიც სხვებზე ძალადობდნენ, თუმცა ისინი საკუთარ პოსტებს ინარჩუნებენ, და მაგალითად, მე კარიერულ კიბეზე დაწინაურების შანსიც კი არ მაქვს. შემიძლია ვივარაუდო, არსებობს აზრი, რომ შავკანიანი მწვრთნელები ამ პროფესიისთვის შეუფერებლები არიან", - მოჰყავს ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის სიტყვები The Times-ს.

altფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობით "ჩელსიმ" პირველად მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლოგიკა ნამდვილად არის ბატონი ემილის განცხადებაში.
შეტევა
10:03 12-03-2020
0

სიახლეები პოპულარული