იურგენ კლოპს ბრიტანული კლიმატი მობეზრდა - მისი ესპანეთში გადაბარგება რეალურია?

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპულის" მენეჯერ იურგენ კლოპის სამსახურით "რეალი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულნი, დღეს კი მისმა აგენტმა მარკ კოსიცკემ თავისი კლიენტის ბრიტანეთიდან აბარგება არ გამორიცხა.

"არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ამინდის ფაქტორი. კლუბმა კლოპს ჯერ კიდევ ნოემბერში თუ დეკემბერში შესთავაზა კონტრაქტის გახანგრძლივება. მე მათ მოცდა ვურჩიე. საჭიროა დავაკვირდეთ, იმოქმედებს თუ არა კლიმატის გლობალური ცვლილება ინგლისში ამინდზე.

იურგენი და მისი მეუღლე ულა დილას როდესაც დგებიან, ბნელა, საღამოს როცა ერთმანეთს ისევ ხვდებიან, ისევ ბნელა და თან ცივა".

კლოპს "წითლებთან"
კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოდა მოდი ბარსაში კლოპ! ბარსელონაში ძალიან კარგი კლიმატია, რა გინდა მაგ ნისლიან ალბიონში.
გია1
10:25 17-09-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული