"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავის თანაშემწეზე, მიკელ არტეტაზე ისაუბრა.
"თითქმის დარწმუნებული ვარ, ის შემცვლის და წარმატებულიც იქნება.
ადრე თუ გვიან არტეტა მთავარი მწვრთნელი გახდება. ახლა საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ დიდ გუნდებში ცნობილ ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.
არაჩვეულებრივად შრომისმოყვარეა, გააჩნია ანალიზის და გადაწყვეტილების მიღების განსაკუთრებული ნიჭი, - განუცხადა გვრდიოლამ Sky Sports.
მან აგრეთვე თქვა, რომ "ლივერპულთან" ხუთქულიანი ჩამორჩენა არ ანაღვლებს და გამარჯვებული სეზონის ბოლოს გაირკვევა.
ხოსეპ გვარდიოლა: უკრაინაში ბინა ვიყიდე...
ხოსეპ გვარდიოლა: გილოცავთ "ლივერპულს", თქვენ ჩემპიონები ხართ