"მანჩესტერ სიტიმ" "უოტფორდი" აბუჩად აიგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 სექტემბერს, პრემიერლიგის მე-5 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სახლში "უოტფორდი" 8:0 გაანადგურა.

"სიტიმ" წინა ტურში "ნორვიჩთან" წაგების (2:3) გამო, ჯავრი "უოტფორდზე" იყარა და მიმდინარე სეზონში ყველა ლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას გუნდი მე-18 წუთზე უკვე 5:0-ს იგებდა, ხოლო ბერნარდო სილვამ ამ მატჩში ჰეთ-ტრიკი მიითვალა.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54 273 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - უოტფორდი 8:0
გოლები: 1:0 დავიდ სილვა (1), 2:0 აგუერო (7, პენ), 3:0 მარეზი (12), 4:0 ბერნარდო სილვა (15), 5:0 ოტამენდი (18), 6:0 ბერნარდო სილვა (48), 7:0 ბერნარდო სილვა
(60), 8:0 დე ბრიუნე (85)

მკითხველის კომენტარები / 1 /
უნამუსოები!
emigranti
00:21 22-09-2019
0

სიახლეები პოპულარული