ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი, დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს დატოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
კლუბის ხელმძღვანელობა გერმანელისთვის იჯარის ვარიანტს ეძებს.
არსენ ვენგერის წასვლის შემდეგ იოზილი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი აღარაა. მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 140 წუთი ითამაშა.
"მეთოფეები" მზად არიან, ფეხბურთელის ხელფასის ნაწილი გადაიხადონ, რომელიც კვირაში 350 ათას ფუნტს შეადგენს.
30 წლის იოზილის კონტრაქტი კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს, ხოლო Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ფასს 25 მლნ ევროთი აფასებს.