ინგლისელმა გულშემატკივარმა ისლამი მოჰამედ სალაჰის გამო მიიღო

AutoSharing Option
ახალგაზრდა ინგლისელმა, "ნოტინგემ ფორესტის" ფანმა ბენ ბერდმა ისლამი "ლივერპულის" ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰის გამო მიიღო. The Guardian-თან საუბარში განაცხადა, რომ სწორედ "ეგვიპტელი მეფის" დამოკიდებულებამ ადამიანების მიმართ, დააფიქრა ისლამზე.

"მე თვითონ "ნოტინგემ ფორესტის" გულშემატკივარი ვარ, აბონემენტსაც ვფლობ. გარშემო მყოფ ადამიანებს არ სჯერათ, რომ ისლამის მიმდევარი გავხდი, რადგან თითქმის არ შევცვლილვარ. ვაღიარებ, იყო პერიოდი, რომ ისლამი მძულდა, ვერ ვიტანდი მუსლიმებს, ვთვლიდი, რომ ისინი ჩამორჩენილი და ბნელი ადამიანები იყვნენ. ამის მიზეზი მემარჯვენე პროპაგანდა იყო სხვადასხვა ონლაინგამოცემაში, რომელსაც მე ვკითხულობდი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ
ისლამოფობიას რეალობასთან საქმე არ ჰქონდა. თუმცა, ლიდსის უნივერსიტეტში ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლამ ჩემი წარმოდგენები შეცვალა. ადრე მეგონა, რომ მუსლიმები ბოროტები იყვნენ და მუდამ საბრძოლო იარაღით დადიოდნენ, თუმცა უნივერსიტეტში შევხვდი სტუდენტებს საუდის არაბეთიდან და ისინი ძალიან კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ.

მოჰამედ სალაჰი პირველი მუსლიმი იყო, ვინც ჩემი ყურადღება პოზიტიურად მიიქცია. მისი ცხოვრების წესი, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება იყო ის ფაქტორი, რამაც შთამაგონა. უნივერსიტეტში ეგვიპტელი სტუდენტი გავიცანი. მან კიდევ უფრო მეტი მითხრა სალაჰზე. სიამოვნებით შევხვდებოდი მას, უბრალოდ ხელის ჩამოსართმევად და გამამხნევებელი სიტყვების სათქმელად", - აღნიშნა ბერდმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული