ლორისმა უმძიმესი ტრავმა მიიღო - "ტოტენჰემი" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 ოქტომბერს, პრემიერლიგის მე-8 ტურში "ბრაიტონმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "ტოტენჰემი".

უკვე მე-3 წუთზე "დეზების" მეკარე უგო ლორისმა შეცდომა დაუშვა, გოლი გაუშვა და თან მძიმე ტრავმა მიიღო. ის საკაცით გაიყვანეს და როგორც გაირკვა, მარცხენა ხელი იდაყვში აქვს გადატეხილი.

ამის შემდეგ დედაქალაქელებს 2 გოლი 19 წლის ირლანდიელმა აარონ კონოლიმ გაუტანა, რომელიც "სამყურათა" მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმო და თბილისში საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ არ წამოიყვანს.

"ტოტენჰემმა" ბოლო ორ მატჩში 10 გოლი გაუშვა, რაც უკანასკნელად 1997 წელს მოხდა.

ფალმერი. "ამერიკან ექსპრეს კომიუნი".
30 610 მაყურებელი
ბრაიტონი - ტოტენჰემი 3:0
გოლები: 1:0 მოპე (3), 2:0 კონოლი (32), 3:0 კონოლი (65)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული