"ლივერპულმა" "ლესტერი" 95-ე წუთზე გატანილი პენალტით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 ოქტომბერს, პრემიერლიგის მე-8 ტურში "ლივერპულმა" "ლესტერს" 2:1 მოუგო.

მასპინძლები ახლოს იყვნენ ჩემპიონატზე პირველი ქულების დაკარგვასთან, მაგრამ კომპენსირებულ დროში თერთმეტმეტრიანი მოიპოვეს, რომელიც მილნერმა გამოიყენა და მერვე მატჩშიც გაიმარჯვეს.

20 ოქტომბერს "ლივერპული" გასვლაზე "მანჩესტერს" დაუპირისპირდება.

"ლივერპულმა" უკანასკნელ 34 წელიწადში პირველად მოიგო ქვეყნის პირველობაზე ზედიზედ 11 საშინაო მატჩი და ამას გარდა, მიჯრით მე-17 შეხვედრაში იმარჯვა.

მანემ ჩემპიონატზე 100 მატჩში 50 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ლივერპული. "ენფილდი".
ლივერპული - ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 მანე (40), 1:1 მედისონი (80), 2:1 მილნერი (90+5,
პენ)
მკითხველის კომენტარები / 1 /
აჩუქეს
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული