სოლსკიაერი: თავდამსხმელები არ გვყოფნის, მაგრამ ლუკაკუ უნდა გაგვეშვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ნიუკასლთან" გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შეკითხვებს უპასუხა და მილანის "ინტერში" გაყიდულ ბელგილ ფორვარდ რომელუ ლუკაკუსაც შეეხო.

"შემიძლია გავაცხადო, რომ თავდამსხმლების ნაკლებობა გვაქვს, თუმცა ლუკაკუს გაშვება ჩემი გადაწყვეტილება იყო და ამით სავსებით კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, ფეხბურთელებს დიდიპოტენციალი ჰქონდეთ, თუმცა რომელუს ფიქრები ჩვენთან არ იყო. ასეთ სიტუაცია ჩვენ არ შეგვეძლო ისე გვემუშავა, როგორც ერთ გუნდს.

სხვა ფეხბურთელებზე საუბარი არ მინდა. ლუკაკუს მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი, თუმცა ის უნდა გაგვეშვა, მისი დრო "მანჩესტერში"ამოწურული იყო,"-
თქვა ნორვეგიელმა მთავარმა მწვრთნელმა.

"მანჩესტერ იუნატიედი" პრემიერლიგაში ჩატარებული 7 შეხვედრის შემდეგ 8 მოპოვებული ქულით მე-12 ადგილზეა. 7 შეხვედრაში "წითლებმა" 9 გოლი გაიტანეს და ეს შედეგი პრემირლიგაში მე-14 გახლავთ.