"მანჩესტერ სიტიმ" სახლში წააგო და "ლივერპულს" 8 ქულით ჩამორჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს, პრემიერლიგის მე-8 ტურში "მანჩესტერ სიტი" მოულოდნელად 0:2 საკუთარ მოედანზე დამარცხდა "ვულვერჰემპტონთან".

"ვულვზი" უკანასკნელ ხანს კარგად თამაშობს. ევროპა ლიგაზე სტუმრად "ბეშიქთაშს" 1:0 მოუგო, იქამდე ინგლისის ჩემპიონატზე სახლში "უოტფორდს" - 2:0, მაგრამ თუ "ქალაქელებს" სძლევდა, თანაც გასვლაზე, ამას ვერავინ წარმოიდგენდა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, გოლი კი ვერ გაიტანეს და ამისათვის დაისაჯნენ კიდეც - მე-80 წუთზე ადამა ტრაორემ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ "სიტი" მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდა და ზურგმოშიშვლებულ "ქალაქელებს" კომპენსირებულ დროში ტრაორემ მეორე გოლი გაუტანა.

ცნობისათვის, ამ
სეზონში აქამდე ტრაორეს გოლი არ ჰქონდა გატანილი.

ასე და ამგვარად, პეპ გვარდიოლას გუნდი ლიდერ "ლივერპულს" უკვე 8 ქულით ჩამორჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული