"მანჩესტერის" მწვრთნელ ოლე-გუნარ სოლსკიაერს უახლოეს მომავალში არ გადააყენებენ.
"დეილი მეილის" ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ნორვეგიელ სპეციალისტს მხარდაჭერას უცხადებს და მის სამუშაოდან დათხოვნას არ გეგმავს.
სოლსკიაერს ნდობას უცხადებენ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი და "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელები - გლეიზერების ოჯახი. მათ მიაჩნიათ, რომ "იუნაიტედი" გარდამავალ პერიოდშია და გუნდის მშენებლობას დრო სჭირდება.
8 ტურის შემდეგ "მანჩესტერი" 9 ქულით პრემიერლიგაში მე-12 ადგილზეა.