სემ ელერდაისი: "მანჩესტერს" ცოტა გააქვს და გავარდნის კანდიდატია

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა "მანჩესტერის" სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრა.

"სეზონის დასაწყისისას "მანჩესტერი" შესანიშნავი გუნდი იყო, ქაღალდზე. ტრავმების გამო ახლა სერიოზული პრობლემები აქვს. ასეთ სიტუაციაში მისი ფეხბურთელები სწრაფად და კარგად ვერ თამაშობენ.

ყველას ყურადღებას პოლ პოგბას შესაძლო წასვლა იქცევს. ვინ იქნება შემდეგი, რომელიც იტყვის: "ვხედავ, ყველაფერი არასწორი გზით მიდის და გუნდის დატოვება მინდა"?

"მანჩესტერს" ცოტა გააქვს და ეს რეალური პრობლემა ხდება. იმედია, არ გავარდებიან, თუმცა ჯერ ისინი ამ გზით მიდიან.

სოლსკიაერს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს. ვიცი, ისინი ამბობენ, რომ "იუნაიტედი"
გარდაქმნის პროცესშია. კარგი, მაგრამ შენ არ შეიძლება საუკეთესო ბომბარდირი გაყიდო და ის ვინმეთი არ შეცვალო. ეს უდიდესი პრობლემაა. სად უნდა მონახონ ასეთი თავდამსხმელი?" - განუცხადა ელერდაისმა talk Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული