ხოსეპ გვარდიოლა: მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არსებობს, რომელსაც 500 მლნ ევროდაც არ გავყიდით

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ გუნდის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი ახალგაზრდა ნახევარმცველი ფილ ფოდენია.

ამის შესახებ გვარდიოლას ახალი წიგნშია ნათქვამი.

"ფოდენს ახალი კონტრაქტი შემთხვევით კი არ შევთავაზეთ. არსებობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც "მანჩესტერ სიტი" 500 მლნ ევროდაც არ გაყიდის და ეს ფილ ფოდენია.

ის არსად მიდის - ის "სიტის" ფეხბურთელია. ამ პოზიციაზე ფეხბურთელს არასდროს ვიყიდით. როცა დავიდ სილვა წავა, ზუსტად ვიცით, ვინ გახდება ჩვენი ახალი ჯადოქარი", - მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები წიგნიდან The Sun-ს.

მიმდინარე სეზონში ფოდენმა მხოლოდ 102
წუთი ითამაშა. აქედან 90 წუთი - "პრეტონთან" ლიგის თასზე.

ადრე გვარდიოლამ აღიარა, რომ მუდმივად სთხოვს პატიებას ფოდენს არასაკმარისი სათამაშო დროის გამო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული