"მანჩესტერ იუნაიტედს" "როსტოვის" ფეხბურთელით გაძლიერება სურს

AutoSharing Option
როგორც goal.com-ი იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედს" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება რუსული "როსტოვის" ნახევარმცველით, მატიას ნორმანით სურს.

23 წლის ნორვეგიელი "როსტოვს" გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა "ბრაიტონის" მეორე გუნდიდან. წლევანდელ სეზონში ნორმანმა 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ახალგაზრდა ნახევარმცველი ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს. აღსანიშნავია ის, რომ ნორმანის მწვრთნელი "მიოლდეში" თამაშის დროს მანჩესტერელთა ამჟამინდელი დამრიგებელი ოლე გუნარ სოლსკიაერი იყო.

"როსტოვი", რომელსაც ნორვეგიელის შეძენა 1,7 მილიონი ევრო დაუჯდა, ნახევარმცველს 15-20 მილიონ ევროდ აფასებს. ნორმანის შეძენით "სევილია" და "ტოტენჰემიც" არიან დაინტერესებულნი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია დაეხმარებათ მომავალ წელს პრემიერ ლიგაში დაბრუნებაში!!!
გიენა
18:25 10-10-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული