"მირორის" ცნობით, 16 ოქტომბერს, დილით, "მანჩესტერ სიტის" 31 წლის თავდამსხმელი სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოჰყვა.
აგუერო თავის 80 000 ფუნტად ღირებულ Range Rover-ს მართავდა, როდესაც ავარია მოახდინა.
კლუბმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი არ დაშავდა, თუმცა სამედიცინო შემოწმება მაინც გაიარა და შემდეგ გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატზე მან 8 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.