Daily Mail-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის გეგმები განსაზღვრა.
წყაროს ცნობით, "წითელ ეშმაკებს" ნახევარი წლის განმავლობაში 6 ფეხბურთელის შეძენა აქვთ გადაწყვეტილი. კლუბი გაძლიერებას თავდამსხმელის, ცენტრალური ნახევარმცველის, ცენტრალური მცველისა და მარცხენა მცველის პოზიციაზე გეგმავს.
ფორვარდის პოზიციაზე "იუნაიტედი" მუსა დემბელეს (ლიონი) და მარიო მანჯუკიჩს (იუვენტუსი) განიხილავს, მოედნის ცენტრში კი "ლესტერიდან" ჯეიმს მედისონის გადაბირება სურთ.
8 ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგაში მე-12 ადგილს იკავებს.