"მანჩესტერის" მენეჯერმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ზაფხულში გუნდიდან თავდამსხმელების - რომელუ ლუკაკუსა და ალექსის სანჩესის გაშვებაზე გააკეთა კომენტარი.
"შეიძლება ზოგიერთ მატჩში შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი გვაკლდა. ალექსისი და რომი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ გავუშვით და ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო.
გუნდის ყველა ფეხბურთელი მზადაა, ბოლომდე დაიხარჯოს. ორ ბიჭს თავის გამოჩენის შანსი მივეცით. შესაძლოა, მათთვის ეს ძალიან ადრეა, თუმცა მეისონ გრინვუდი ვათამაშე და გაიტანა. ასე რომ, ეს მათთვის შესანიშნავი გამოცდილებაა.
ვიცით, ჯერ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ და მიუხედავად ამისა, სანჩესისა და ლუკაკუს
გაყიდვას არ ვნანობ. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო", - განუცხადა სოლსკიაერმა skysports.com-ს.