"სიტიმ" გაბრიელ ჟეზუსს ფასი დაადო - მსურველი სამი გრანდია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" გუნდის თავდამსხმელ გაბრიელ ჟეზუსს სატრანსფერო ფასი დაადო, - იტყობინება The Sun-ი.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" მზად არიან, ბრაზილიელი ფეხბურთელი არანაკლებ 115 მლნ ევროდ გაყიდონ.

ჟეზუსით მიუნხენის "ბაიერნი", პსჟ და მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.

ფეხბურთელი "სიტიში" "პალმეირასიდან" 2017 წელს 32 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მომავალ სეზონში ეს და მბაპპე ალბათ ერთად იქნებიან რეალში.
Geo_Dinamo
17:20 30-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული