"ლივერპულის" ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯეიმს მილნერმა BT Sport-თან ინტერვიუში საკუთარ ხასიათზე ისაუბრა და ფეხბურთელის კარიერის საწყისი ეტაპი გაიხსენა.
"შეიცვალა თუ არა ჩემი ხასიათი წლების განმავლობაში? დიახ, სრულიად. 16 წლის ვიყავი, უკვე პრემიერლიგაში ვთამაშობდი და 18-წლამდელთა გუნდის კაპიტანს ბუცებს ვუწმენდდი. გუნდის ფორმით გოლი გამქონდა, თუმცა მატჩის შემდეგ მთელ ჭუჭყიან ტანსაცმელსა და ეკიპირებას ავტობუსში მივათრევდი. ავტობუსში კი ყველას ჩაის ვუმზადებდი. პრემიერლიგაში ჩატარებული 20 მატჩისა და რამდენიმე გატანილი გოლის შემდეგ ავტობუსში სხვებთან ერთად ასვლის უფლებაც მომცეს და თავი საოცრად კარგად ვიგრძენი. იმ დროს ახლგაზრდა
ფეხბურთელების მიმართ ცივები იყვნენ და მათაც საკუთარი ადგილი იცოდნენ.
ის მდგომარეობა, რაც კარიერის დასაწყისში გუნდში მქონდა, ძალიან დამეხმარა. ეს კარგი ღირებულებებია და კარგი იქნებოდა, ახლაც ისევ ისე იყოს. მე დავეხმარებოდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ახლა კი მათ მიმართ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ. ისე კი, შესაძლოა, რაღაც მხრივ, მათ ჩვენზე მეტად უჭირდეთ."
33 წლის მილნერს ინგლისის პრემიერლიგაში 506 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 52 გოლი გაიტანა. ეროვნული გუნდის ფორმა 61-ჯერ მოირგო და თავის გამოჩენა ერთხელ მოახერხა.
33 წლის მილნერს ინგლისის პრემიერლიგაში 506 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 52 გოლი გაიტანა. ეროვნული გუნდის ფორმა 61-ჯერ მოირგო და თავის გამოჩენა ერთხელ მოახერხა.