"მანჩესტერ სიტიმ" "საუთჰემპტონს" მოუგო და ლიგის თასის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
29 ოქტომბერს ინგლისის ლიგის თასის მე-4 რაუნდის 5 მატჩი ჩატარდა.

"მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "საუთჰემპტონს" 3:1 უპრობლემოდ სძლია.

ოტამენდიმ "სიტიში" ბოლო 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა - აქამდე მის ანგარიშზე 66 შეხვედრაში ამდენივე გოლი იყო.

აგუერომ "ქალაქელთა" რიგებში 350-ე მატჩი ჩაატარა და დუბლი შეასრულა. მან "სიტიში" 242-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - საუთჰემპტონი 3:1
გოლები: 1:0 ოტამენდი (21), 2:0 აგუერო (38), 3:0 აგუერო (56), 3:1 სტეპენსი (75)

სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბარტონი
- ლესტერი 1:3
კროული - კოლჩესტერი 1:3
ევერტონი - უოტფორდი 2:0
ოქსფორდი - სანდერლენდი 1:1 (პენ 4:2)

30 ოქტომბერს ლიგის თასის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება:

ასტონ ვილა - ვულვერჰემპტონი
ლივერპული - არსენალი
ჩელსი - მანჩესტერი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული