The Sun: ჟოზე მოურინიო მზადაა ლონდონის "არსენალს" ჩაუდგეს სათავეში

AutoSharing Option
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ შესაძლოა ლონდონის "არსენალი" ჩაიბაროს.

The Sun-ის ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტი მზადაა ლონდონურ კლუბს ჩაუდგეს სათავეში, რომ ინგლისის რეკორდი დაამყაროს და ტიტული მესამე ინგლისურ კლუბთან ერთად მოიგოს.

ადრე მან "ჩელსის" სამჯერ მოაგებინა პრემიერლიგა, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედს" - ევროპა ლიგა.

მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს და ამის შემდეგ ის უმუშევარია.

მოურინიო ისეთ გუნდებს წვრთნიდა, როგორებიცაა ლონდონის "ჩელსი" (2-ჯერ), მილანი "ინტერი", მადრიდის "რეალი", "ბენფიკა", "უნიან ლეირია", "პორტუ" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული