"ლამბორჯინით" საცობში გაჭედილ ობამეიანგს "არსენალის" ფანებმა აგინეს

AutoSharing Option
"არსენალის" გულშემატკივრები გუნდის თამაშით უკმაყოფილოები არიან, განსაკუთრებით, "კრისტალ პალასთან" მატჩის შედეგით - 2:2.

"დეილი მეილის" ცნობით, იმ შეხვედრის შემდეგ "მეთოფეთა" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავისი "ლამბორჯინით" სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ საცობში გაიჭედა, სადაც ფანებმა იცნეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

"2 ათას ფუნტს სეზონურ აბონემენტში იმისათვის ვიხდით, რათა ამ განავალს ვუყუროთ. წადი შენი...", - უყვიროდნენ ქომაგები.

შეგახსენებთ, "კრისტალ პალასთან" მატჩისას "არსენალის" კაპიტანი გრანიტ ჯაკა შეცვალეს და მან მოედნის დატოვებისას გულშემატკივრებს შეაგინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული