30 ოქტომბერს ინგლისის ლიგის თასის მე-4 რაუნდის დარჩენილი 3 მატჩი ჩატარდა.
განსაკუთრებით საინტერესო "ლივერპულისა" და "არსენალის" დაპირისპირება იყო. გუნდებმა ექსპერიმენტული შემადგენლობებით ითამაშეს. მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრეს, პენალტების სერიაში კი იმარჯვეს.
"ლივერპულმა" ლიგის თასზე თერთმეტმეტრიანების სერიაში მე-8 გამარჯვება მოიპოვა, რაც რეკორდია.
"არსენალის" ნახევარმცველმა იოზილმა ამ თვეში პირველად ითამაშა.
"არსენალის" 18 წლის ნახევარმცველმა მარტინელიმ დუბლი შეასრულა. მან ყველა 4 შეხვედრაში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო, გოლები გაიტანა - ყველა ტურნირზე 7.
ლივერპული. "ენფილდი". 52 694 მაყურებელი
ლივერპული - არსენალი 5:5 (პენ 5:4)
გოლები: 1:0 მუსტაფი
(6, საკ. კარში), 1:1 ტორეირა (19), 1:2 მარტინელი (26), 1:3 მარტინელი (36), 2:3 მილნერი (43, პენ), 2:4 მეიტლანდ-ნაილსი (54), 3:4 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (58), 4:4 ორიგი (62), 4:5 უილოკი (70), 5:5 ორიგი (90+2)
ბირმინგემი. "ვილა პარკი". 34 962 მაყურებელი
ასტონ ვილა - ვულვერჰემპტონი 2:1
გოლები: 1:0 ელ გაზი (28), 1:1 კუტრონე (54), 2:1 ელ მოჰამადი (57)
ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 38 645 მაყურებელი
ჩელსი - მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 რეშფორდი (25, პენ), 1:1 ბატშუაი (61), 1:2 რეშფორდი (73)