ინგლისის ლიგის თასზე "არსენალის" დამარცხების (5:5, პენ. 5:4) შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.
"ბევრი შეცდომა დავუშვით. შეგვიძლია ვილაპარაკოთ ტაქტიკაზე, მაგრამ ვის აღელვებს ეს ასეთი საღამოს შემდეგ? იმედია, ეს შეხვედრა ბიჭებს დიდხანს დაამახსოვრდებათ. საერთოდ ვერ გავიგე, დღეს მათ რა ჩაიდინეს.
"ენფილდზე" პირველად თამაში ყველას ოცნებაა. ჩვენი ყველა გოლი შესანიშნავი იყო. კილეჰერი დიდებული ტალანტია. ჯონსი... უკანასკნელი თერთმეტმეტრიანი რომ შეასრულა, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ იყო. ბოლოს ორიგის უნდა დაერტყა. ეტყობა, რაღაც შეცვალეს", - ციტირებს კლოპს BBC.