"ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში 35-ედ გაიტანა გამარჯვების გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-11 ტურში "ლივერპულმა" ბირმინგემში 2:1 მოუგო "ასტონ ვილას".
"ლივერპული" 87-ე წუთამზე აგებდა, მაგრამ შემდეგ ენდრიუ რობერტსონმა და სადიო მანემ გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს.

"ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში 35-ედ გაიტანა გამარჯვების გოლი, რაც ინგლისის ჩემპიონატის რეკორდია.

იურგენ კლოპის გუნდი მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის", რომელმაც სახლში ძლივს სძლია "საუთჰემპტონს" (2:1), კვლავ 6 ქულით უსწრებს.

10 ნოემბერს "ლივერპული" სწორედ "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული