"ლივერპული" 87-ე წუთამზე აგებდა, მაგრამ შემდეგ ენდრიუ რობერტსონმა და სადიო მანემ გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს.
"ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში 35-ედ გაიტანა გამარჯვების გოლი, რაც ინგლისის ჩემპიონატის რეკორდია.
იურგენ კლოპის გუნდი მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის", რომელმაც სახლში ძლივს სძლია "საუთჰემპტონს" (2:1), კვლავ 6 ქულით უსწრებს.
10 ნოემბერს "ლივერპული" სწორედ "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.