![](https://sportall.ge/pictures/image5/d3449eca0a26a8e14eb7322bfc1f526c.jpg)
"ევერტონი" ადასტურებს, რომ ჩვენი კლუბის ფეხბურთელ ანდრე გომეშს მოტეხილ ფეხზე ოპერაცია გაუკეთდება. მას შემდეგ, რაც მოედანი დატოვა, "ევერტონის" ექიმთა თანხლებით ანდრე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. შესაბამისი დათვალიერების შემდეგ დადასტურდა, რომ მოთამაშეს ფეხი კოჭში აქვს მოტეხილი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ანდრე გომეშს ფეხი "ტოტენჰემის" კორეელმა ნახევარმცველმა ჰენ მინ სონმა მოსტეხა გუშინ, 3 ნოემბერს, პრემიერლიგის ეგიდით გამართულ მატჩში. ანდრე გომეში "ევერტონს" "ბარსელონადან" შეუერთდა.