ცნობილი გახდა, რომ "ტოტენჰემ ჰოთსპური" კორეელი ნახევარმცველის, ჰენ მინ სონის წითელ ბარათს გაასაჩივრებს, რომელიც მან "ევერტონთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო ანდრე გომეშის წინააღმდეგ უხეში თამაშისათვის, რის შედეგადაც პორტუგალიელს ფეხი კოჭში მოსტყდა.
"ნათელია, რომ სონს არ სურდა იმ ზიანის მიყენება, რაც შედეგად დადგა. უცნაურია, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ვარის გამოყენების შემდეგ შეცვალეს და სონს წითელი ბარათი უჩვენეს. იმას უნდა დაკვირვებოდნენ, იყო თუ არა უხეში ვარდნა და არა იმას, თუ რა შედეგი დადგა. სამწუხაროდ, კლუბს აღარ შეუძლია იმის შეცვლა, რაც მოედანზე ამ მომენტის შემდეგ
მოხდა", - განაცხადა ლონდონელთა არგენტინელმა მწვრთნელმა პოჩეტინომ.
თავად სონი იმდენად იყო ემოციების ქვეშ, რომ მატჩის დასრულებისთანავე მობილური გამორთო, გასახდელში 1 სიტყვაც არ უთქვამს, მიქს-ზონა (სადაც ფეხბურთელები ინტერვიუზე ჩერდებიან მატჩის შემდეგ) სახეზე ხელებაფარებულმა დატოვა და არც კორეელ ჟურნალისტებს ესაუბრა, რომლებიც სპეციალურად მასთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდნენ ლივერპულში. ლონდონში დაბრუნებული სონი კი პირდაპირ მშობლებთან წავიდა და კონტაქტზე არავისთან გასულა.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით