ლონდონის "ჩელსი" მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობა გააძლიეროს.
The Sun-ის ინფორმაციით, "ლურჯებმა" იანვარში შესაძლოა 3 ფეხბურთელი 150 მლნ ევროდ იყიდონ.
წყაროს ცნობით, საუბარია "ლესტერის" მარცხენა მცველ ბენე ჩილუელეზე, "კრისტალ პალასის" ნახევარმცველ უილფრიდ ზაჰასა და "ლაიპციგის" ფორვარდ ტიმო ვერნერზე.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "ჩელსის" სატრანსფერო ბანი ადევს, თუმცა "არისტოკრატები" სპორტულ არბიტრაჟში 20 ნოემბერს სააპალაციო სხდომას ელოდებიან.