ანდრე გომეში სახლში გაწერეს, სონს წითელი ბარათი გაუუქმეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემთან" მატჩისას მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ "ევერტონის" ნახევარმცველ ანდრე გომეშს გუშინ კოჭ-წვივზე ოპერაცია გაუკეთეს, დღეს კი სახლში გაწერეს. მას ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი ელის და არავინ იცის, როდის შეძლებს თამაშს.

ტრავმა გომეშმა "დეზების" თავდამსხმელ ჰინ მინ სონის ვარდნაში ბურთის ართმევის მცდელობისას მიიღო და მსაჯმა კორეელს წითელი ბარათი უჩვენა. ლონდონურმა კლუბმა არბიტრის გადაწყვეტილება გააპროტესტა და შედეგსაც მიაღწია - სადისციპლინო კომიტეტმა სონის წითელი ბარათი გააუქმა და მას პრემიერლიგის შემდეგ ტურში შეეძლება მონაწილეობის მიღება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას უხეში თამაშის წახალისება ქვია.სურათზეც აშკარად ჩანს რომ უკნიდან უკეთებს"პადკატს"
აბა ესენი ყოფილან
12:04 06-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული