პრემიერლიგის ლიდერი "ლივერპული" უახლოეს მდევარ "მანჩესტერ სიტის" 6 ქულით უსწრებს და 10 ნოემბერს უმასპინძლებს. მომავალი მატჩის შესახებ "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.
"კვირას საუკეთესოდ თამაში გვმართებს. სტადიონზე ყველა შესანიშნავ ფორმაში უნდა იყოს - თვით ჰოთ-დოგის გამყიდველი ბიჭებიც კი.
ყველანი ადრე უნდა მოვიდნენ და პირველივე წუთიდან გვიგულშემატკივრონ. მე ეს მსურს, რათა შეხვედრის წინ ემოციურად დავიმუხტოთ", - განუცხადა კლოპმა This Is Anfield-ის.