პრემიერლიგის მე-12 ტურში "ლივერპულმა" 3:1 მოუგო "მანჩესტერ სიტის" და 9 ქულით ჩამოიტოვა. დროებით უმუშევარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.
"თუ ჩამორჩი, უნდა გჯეროდეს, რომ შეგიძლია მეტოქეს დაეწიო, რომელსაც სერიოზული უპირატესობა აქვს. უნდა შეიგნო, რომ არაფერი არ არის დაკარგული.
თუმცა, მე იქ არა ვარ, აქ ვარ. ვთვლი, რომ საჩემპიონო რბოლა დასრულებულია, თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდა, მაგალითად, ტრავმა, რომელმაც შეიძლება გუნდი გატეხოს.
"ლივერპული" შეკრული "პაზლია". გუნდი ძალიან კარგად თამაშობს", - განაცხადა მოურინიომ SkySports-ის ეთერში.