"ტოტენჰემის" მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო გადააყენეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" უხეირო ასპარეზობის გამო მისი მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო სამუშაოდან დაითხოვეს.

პოჩეტინოსთან ერთად გუნდი მისმა თანაშემწეებმაც დატოვეს. კლუბის პრეზიდენტმა დენიელ ლევიმ განაცხადა, რომ მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ეს გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთეს.

პოჩეტინომ "ტოტენჰემი" 2014 წელს ჩაიბარა (იქამდე "ესპანიოლსა" და "საუთჰემპტონში" მუშაობდა) და გასულ სეზონში, კლუბის ისტორიაში პირველად, მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ლივერპულთან" 0:2 წააგო.

"დეზები" 14 ტურის შემდეგ პრემიერლიგაზე 14 ქულით მე-14 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ახლა დაერხა ამათ, რამდენი წელია ნორმალური ფეხბურთეი არ უყიდეს, ერიქსენთან კონტრაქტი ვერ გაგრძელეს, პლიუს ტრამვები და შედეგი ცალსახა იყო, პოჩეტინო იშოვის სამსახურს კარგი მწვრთნელია აი მარინო რას უზამს ტოტენჰემს მაგას ვნახავთ
იმერელი
20 ნოემბერი 2019 12:49
0
ჩემი აზრით ტოტენხემის ეხლანდელი სატურნირო მდგომარეობა პოჩეტინოს ბრალია, ბრალი რა, კარგი თვალსაზრისით, კაცი 3 წელია იძახის ფეხბურთელები მიყიდეთო, დაპირდნენ ამ ზაფხულზე, გააჩერეს კლუბში და უყიდეს დომბელე?! ხოდა ადგა და დაიწყო თამაშების განზრახ ჩაგდება, რომ გაეშვათ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ შეიძლება დაინიშნოს ტოპ კლუბში (მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსა პირველი კანდიდატებია, ასევე სიტი თუ გვარდიოლა მართლა წავა). პოჩეტინო ნამდვილად არ იქნება დიდხანს უმუშევარი, თან ბევრად უკეთეს კლუბში დაინიშნება ვიდრე ტოტენხემია. საერთოდ ბარსა იდეალური ვარიანტია, ენა იცის, რამოდენიმე წელი ესპანიოლშიც მუშაობდა, ტაქტიკა და თამაშის სტილი ბარსასთვის ზედგამოჭრილია.
მიხო
20 ნოემბერი 2019 12:40
0
კაცო პოჩეტინო მენეჯერი იყო თუ მწვრთნელი?
sormona
20 ნოემბერი 2019 10:23
0
ყოველთვის ვიცოდი რა რეგვენიც იყო ეს ლევი და ამიტომ ველოდი ამ გადაწყვეტილებას
კარგი ბიზნესმენი რო ავტომატურად კარგ მმართველს არ ნიშნავს, ამ მაგალითის საძებნელად ქართველებს შორს წასვლა არ გვჭირდება :)
დაემშვიდობოს ტოტენჰემი ოთხეულებს და ჩემპიონთა ლიგებს

p.s. პოჩეტინო და არა პოჩეტინიო
asd
20 ნოემბერი 2019 02:11
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული