"ტოტენჰემის" მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო გადააყენეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" უხეირო ასპარეზობის გამო მისი მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო სამუშაოდან დაითხოვეს.

პოჩეტინოსთან ერთად გუნდი მისმა თანაშემწეებმაც დატოვეს. კლუბის პრეზიდენტმა დენიელ ლევიმ განაცხადა, რომ მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ეს გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთეს.

პოჩეტინომ "ტოტენჰემი" 2014 წელს ჩაიბარა (იქამდე "ესპანიოლსა" და "საუთჰემპტონში" მუშაობდა) და გასულ სეზონში, კლუბის ისტორიაში პირველად, მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ლივერპულთან" 0:2 წააგო.

"დეზები" 14 ტურის შემდეგ პრემიერლიგაზე 14 ქულით მე-14 ადგილზეა.