"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი: კლუბიდან წასვლის შემდეგ 12 დღე გადაბმულად ვლოთობდი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა დევიდ მეიმ Daily Mail-თან საუბარში ილაპარაკა იმ სირთულეებზე, რაც მის ცხოვრებაში "წითელი ეშმაკებიდან" წასვლას მოჰყვა. მეი "მანჩესტერში" 1994 წელს მივიდა და გუნდი 2003 წელს დატოვა.

"მახსოვს, ვტოვებდი სამწვრთნელო ბაზას და ვფიქრობდი, რომ ეს დასასრულია. "აწი რა უნდა ვქნა?" - ამაზე პასუხი არ მქონდა. ვთვლიდი, რომ ჩემი კარიერა დასრულებული იყო.

ვიჯექი ჩემს ბინაში და 12 დღე გადაბმულად ვსვამდი. ჩვენ ინგლისის ჩემპიონები გავხდით. ავიღე შამპანურის ბოთლი და წავედი. ქუჩაში, სკამზე უსახლკარო კაცი იჯდა. მივუჯექი და დიდი ხანი ვისაუბრეთ.
ეს ღამის 1-ელ საათზე ხდებოდა. ჩვენ ერთად დავლიეთ შამპანური და ეს ჩემი 12-დღიანი ლოთობის დასაწყისი იყო.

მეცამეტე დღეს რა მოხდა? მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო, სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. რასაც ვაკეთებდი, არასწორი იყო. ბოლოს და ბოლოს, ეს ის დეპრესია იყო, რისგანაც უნდა გავთავისუფლებულიყავი და მისგან თავის დაღწევას ასე ვცდილობდი. დავბრუნდი სახლში, ავიღე შვებულება და "ბარნლიდან" დამირეკეს. იქ 12 თვე გავატარე და მერე კარიერაც დავასრულე. ასე, ყველაფერი ასე იყო", - თქვა მეიმ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული