ჟოზე მოურინიო ფეხბურთელებს: თქვენი მამაც ვიქნები და მეგობარი გოგონაც

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მწვრთნელად დანიშნული ჟოზე მოურინიო სიხარულს ვერ მალავდა, თან ინგლისში სამუშაოდ დაბრუნდა, თან წლიურ გასამრჯელოდ 15 მილიონი ფუნტი დაუნიშნეს (იმაზე ორჯერ მეტი, რამდენსაც მისი წინამორბედი მაურისიო პოჩეტინო იღებდა) და პრესკონფერენციაზე გაილექსა.

56 წლის პორტუგალიელს ადრე ნათქვამი შეახსენეს, რომ "დეზებს" არასოდეს ჩაუდგებოდა სათავეში. აბა, "განსაკუთრებული" რის "განსაკუთრებული" იქნებოდა, დამაკმაყოფილებელი პასუხი რომ არ გაეცა: "ეს მხოლოდ ხატოვნად ნათქვამი იყო, პუბლიკისთვის შექმნილი".

მან აგრეთვე ფეხბურთელებს უთხრა: "თქვენი მამაც ვიქნები, მეგობარიც, გოგონაც და ვინც გინდათ".

მოურინიო ინდივიდუალურად გაესაუბრა უგო ლორისს, ჰარი კეინს, ტობი ალდერვეირელდს,
ჰარი უინკსს, დელე ალის, ერიკ დაიერსა და კრისტიან ერიკსენს, რომელთა გუნდში დატოვებასაც ცდილობს.

როგორც ამბობენ, მან ფეხბურთელებზე შთაბეჭდილება მოახდინა.

მოურინიოს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენა ჯო, დამჯდარიც ხო არ მოფსავ?
Mixo.
08:24 22-11-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული