"ტოტენჰემის" მწვრთნელად დანიშნული ჟოზე მოურინიო სიხარულს ვერ მალავდა, თან ინგლისში სამუშაოდ დაბრუნდა, თან წლიურ გასამრჯელოდ 15 მილიონი ფუნტი დაუნიშნეს (იმაზე ორჯერ მეტი, რამდენსაც მისი წინამორბედი მაურისიო პოჩეტინო იღებდა) და პრესკონფერენციაზე გაილექსა.
56 წლის პორტუგალიელს ადრე ნათქვამი შეახსენეს, რომ "დეზებს" არასოდეს ჩაუდგებოდა სათავეში. აბა, "განსაკუთრებული" რის "განსაკუთრებული" იქნებოდა, დამაკმაყოფილებელი პასუხი რომ არ გაეცა: "ეს მხოლოდ ხატოვნად ნათქვამი იყო, პუბლიკისთვის შექმნილი".
მან აგრეთვე ფეხბურთელებს უთხრა: "თქვენი მამაც ვიქნები, მეგობარიც, გოგონაც და ვინც გინდათ".
მოურინიო ინდივიდუალურად გაესაუბრა უგო ლორისს, ჰარი კეინს, ტობი ალდერვეირელდს,
როგორც ამბობენ, მან ფეხბურთელებზე შთაბეჭდილება მოახდინა.
მოურინიოს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
მოურინიოს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.