The Sun-ი იუწყება, რომ ორ ინგლისურ გრანდს "ლესტერის" თურქი მცველის, ჩაგლარ სოინჩუს დამატება სურს.
საუბარი "არსენალსა" და "მანჩესტერ სიტიზეა", რომლებიც ზაფხულში უკანა ხაზის საგრძნობლად შეცვლას აპირებენ.
23 წლის თურქი "მელიების" რიგებში გასულ ზაფხულს "ფრაიბურგიდან" 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.
საინტერესოა, რომ სოინჩუს დამატებამდე "ლესტერის" პრიორიტეტი საბა კვირკველიას ტრანსფერი იყო, თუმცა ჩვენთვის დღემდე უცნობი მიზეზის გამო ეს გარიგება არ შედგა და "მელიებმაც" საბოლოოდ სოინჩუ დაიმატა.