უნაი ემერის გადაყენების შემდეგ "არსენალი" ახალ მწვრთნელს ეძებს.
სახელდებოდა დროებით უმუშევარი მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურა, მაგრამ Sky Sports-ის და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მან "მეთოფეებს" უარი შეუთვალა.
ალეგრი ზაფხულამდე დასვენებას აპირებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყებს მუშაობას.
გუშინ "ნაპოლის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმაც განაცხადა, რომ "არსენალში" გადაბარგებას არ აპირებს.
ლონდონურ გუნდს დროებით სათავეში ფრედერიკ ლუნბერგი ჩაუდგა.
ლონდონის "არსენალი" მთავარ მწვრთნელად 3 კანდიდატურას განიხილავს
ნახვამდის, უნაი ემერი - ლონდონის "არსენალმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა