30 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-14 ტურში "ლივერპულმა" სახლში 2:1 სძლია "ბრაიტონს".
მასპინძლები ვან დეიკის დუბლით დაწინაურდნენ და თითქოს მათი მოგება საეჭვო არ იყო, მაგრამ 76-ე წუთზე მსაჯმა მეკარე ალისონი საჯარიმოს ფარგლებს გარეთ ხელით თამაშისთვის გააძევა (ეს კარიერაში მისი პირველი გაძევებაა) და სტუმრებმა უმალ მოახერხეს ანგარიშის შემცირება. თუმცა, იურგენ კლოპის გუნდმა მაინც გაიმარჯვა.
"ლივერპულმა" 40 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 11 ქულით გაექცა.
"ლივერპული" ზედიზედ 31 მატჩში არ დამარცხდა და 1988 წელს დამყარებული თავისი რეკორდი გაიმეორა.
ლივერპული. "ენფილდი". 53 319 მაყურებელი
ლივერპული
- ბრაიტონი 2:1
გოლები: 1:0 ვან დეიკი (18), 2:0 ვან დეიკი (24), 2:1 დანკი (79)
გაძევება: ალისონი (76)