მოურინიო: ამის შესახებ ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, თუმცა სათანადო რეაქცია არ ჰქონიათ

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" განცდილი მარცხის შემდეგ წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

"პირველი 30 წუთი არც ისე კარგად ვთამაშობდით. ამ დროს "მანჩესტერი" უფრო აგრესიული და ინტერნსიური იყო, მათ გამარჯვება დაიმსახურეს.

"იუნაიტედის" შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და კარგად მესმოდა, რომ ისინი პრესინგს ითამაშებდნენ. ამის შესახებ ჩემს ფეხბურთელებს ვესაუბრე, თუმცა მათ სათანადო რეაქცია არ ჰქონიათ.

"ტოტენჰემი" უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო. უფრო მეტი ორთაბრძოლა უნდა მოგვეგო. შეხვედრა უფრო ინტენსიურად უნდა დაგვეწყო და მოწინააღმდეგისათვის ის
უნდა გვეგრძნობინებინა, რაც ჩვენ გვაგრძნობინეს.

მეტოქემ უნდა იგრძნოს, რომ მისი საქმე ცუდად არის. ამ შეხვედრაში კი, ჩვენ პასიურის პოზიცია გვქონდა, აქტიურის ნაცვლად,"- თქვა პორტუგალიელმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული