სიყვარულს რას გაუგებ - 62 წლის ქალმა სხეულზე მოურინიოს 38 ტატუ გაიკეთა

AutoSharing Option
სიყვარული ბრმა არის და არ აქვს საზღვრები, სწორედ ასეთი გრძნობა ამოძრავებს "ტოტენჰემის" მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მიმართ 62 წლის ველ ბოდიკოტს.

ველმა თავისი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე პორტუგალიელი სპეციალისტის 38 ტატუ გაიკეთა და ეს სიამოვნება 2 ათას ფუნტზე მეტი დაუჯდა.

"განსაკუთრებულის" პირველი ტატუ ქალმა 2017 წელს გაიკეთა, რადგან როგორც თავად ბრძანებს, პირველი დანახვისთანავე თავისი გარეგნობით დაიპყრო მისი გული.

აი, რას ამბობს ბოდიკოტი თავის "გულთამპყრობელზე":"ჟოზე სიმპატიურია, ჭკვიანი და მომწონს, რასაც მიაღწია მენეჯერობისას. მწვრთნელებში პირველ ადგილზე დავაყენებდი, პეპ გვარდიოლას ჩათვლით. ერთადერთი, ვინც მასთან ახლოსაა,
მაურისიო პოჩეტინიოა, თუმცა მისნაირი მაინც არ არის. მოუს ვარჯიშების ყურება ძალიან სექსუალურია.

ვერ დავიჯერე, როდესაც "ტოტენჰემს" ჩაუდგა სათავეში. ვცეკვავდი და მის სურათებს ვკოცნიდი".

ველი ამბობს, რომ ამის გამო მისი მეუღლე საერთოდ არ ეჭვიანობს და მხარსაც კი უჭერს, თანაც სრულად. ის დარწმუნებულია, რომ მოურინიო "დეზებს" დიდების მწვერვალზე აიყვანს და მის ტატუებს კიდევ გაიკეთებს, თუ სხეულზე კიდევ დარჩა ადგილი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბერდო მართალი ხარ. არ დაიშვა ამის განსაკუთრებულის ტატუები. ეეე ბებო რა დღეში ხარ.
ვასკა
15:19 06-12-2019
0
ფუი ამხელა ქალს არა გრცხვენია? რეებს აკეთებთ ეს ბებრები, ცოტა მორიდება გქონდეთ. ეს მსოფლიო სულ ამოტრიალდა და გაგიჟდა. ქალი ქალს , კაცი კაცს,ბავშვი ბავშვს აღარა გავს. იძახეთ 21-ეერთე საუკუნეაო "რა მოხდაო" მოხდა კი არა მეტიც, ვგრძნობ ცივილიზაციას ვშორდებით და ველურ წყობას უფრო ვუახლოვდებით.
ბერდო
15:06 06-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული