"ლივერპულთან" 2:5 დამარცხების შემდეგ, "ევერტონი" პრემიერლიგაზე მე-18 ადგილზე დაქვეითდა, გასავარდნად აქვს საქმე და მისი 42 წლის პორტუგალიელი მენეჯერი მარკუ სილვა გადააყენეს.
მარკუ სილვა ლივერპულურ გუნდს 18 თვე წვრთნიდა, ახლა კი დროებით სათავეში დანკან ფერგიუსონი ჩაუდგა, რომელიც "ჩელსისთან" მატჩში უხელმძღვანელებს.
"ტელეგრაფის" ცნობით, "ევერტონის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი დევიდ მოიესია, თუმცა გულშემატკივართა ნაწილი მისი დაბრუნების წინააღმდეგია.
მოიესი "ევერტონს" 2003-2012 წლებში წვრთნიდა.